Tuesday, July 18, 2017
მე-9დღე
ყველა შეხვედრა იყო ძალზე ნაყოფიერი. მართალია, ვიცოდი, როგორ უნდა დამეწერა პროექტის გეგმა, მაგრამ ამ შეხვედრებმა ბევრი ახალი და საინტერესო მასწავლა, განსაკუთრებით ისტ-ის გამოყენების მხრივ. დარწმუნებული ვარ შეძენილ ცოდნას სათანადოდ გამოვიყენებ.
მე-8 დღე
მერვე შეხვედრაზე ვიმუშავეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიებზე, ტექნიკურად რთული აღმოჩნდა გაკეთებული მასალების შეგროვება, რაშიც ტრენინგის ხელმძღვლი დაგვეხმარა.
Monday, July 17, 2017
მე-7 დღე
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე .ვიმსჯელეთ შესწავლილის უკუკავშირზე და იმაზე , რომ დაგეგვისას აუცილებელია გავითვალისწინოტ მოსწავლეთა ცოდნა, ინტერესი , ინტელექტი ( გარდნერი და ბლუმი) , რაც მუშაობისას მოსწავლეთა წარმატებას განაპირობებს.
Friday, July 14, 2017
მე-6 დღე
მე-6 დღე -საგნების განსხვავებულობამ კამათი გამოიწვია მოსწავლეთა საპროექტო ნამუშევრების განხილვისას. საინტერესო იყო მოსწავლეთა შეფასების ფორმების რუბრიკა, თუმცა აქაც გაჩნდა შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ტრენერმა გასცა.
Saturday, July 8, 2017
5 დღე
5 დღე- გავეცანით რამდენიმე მოდულს , მათ შორის დროულ და ეფექტურ უკუკავშირს, ვისაუბრეთ 3.2.1.-ის ეფექტურ ფორმაზე. ვნახეთ თვალსაჩინო მასალა, როგორ მოვარგოთ მოსწავლის როლი შექმნილ სასწავლო ნიმუშზე, ტრენერმა უპასუხა ჩვეს შეკითხვებს, მუშაობის გასამარტივებლად გადმოგვიგზავნა შაბლონები
Wednesday, July 5, 2017
დღე 4
დღე 4
საშინლად ცხელოდა, მაგრამ ნაყოფიერად ვიმუშავეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების სქემაზე.გავეცანით ბევრ საინტერესო მეთოდსა და შესაბამის ინსტრუმენტს.ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.დავინახეთ აუცილებელი კავშირი მეთოდსა და სწორად შერჩეულ ინსტრუმენტთან.
Subscribe to:
Posts (Atom)