Tuesday, July 18, 2017

მე-9დღე

ყველა   შეხვედრა  იყო  ძალზე  ნაყოფიერი.  მართალია,  ვიცოდი,  როგორ  უნდა  დამეწერა  პროექტის  გეგმა,  მაგრამ ამ    შეხვედრებმა ბევრი  ახალი და საინტერესო მასწავლა,  განსაკუთრებით ისტ-ის გამოყენების  მხრივ. დარწმუნებული  ვარ  შეძენილ  ცოდნას სათანადოდ  გამოვიყენებ.

მე-8 დღე

მერვე  შეხვედრაზე  ვიმუშავეთ  ფასილიტაციის ტექნოლოგიებზე,   ტექნიკურად     რთული  აღმოჩნდა  გაკეთებული  მასალების  შეგროვება,  რაშიც  ტრენინგის  ხელმძღვლი  დაგვეხმარა.

Monday, July 17, 2017

მე-7 დღე

ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე .ვიმსჯელეთ შესწავლილის უკუკავშირზე და იმაზე , რომ დაგეგვისას აუცილებელია გავითვალისწინოტ მოსწავლეთა ცოდნა, ინტერესი , ინტელექტი  (  გარდნერი და ბლუმი) , რაც მუშაობისას მოსწავლეთა წარმატებას განაპირობებს.

Friday, July 14, 2017

მე-6 დღე

მე-6 დღე -საგნების  განსხვავებულობამ  კამათი  გამოიწვია  მოსწავლეთა  საპროექტო ნამუშევრების  განხილვისას.   საინტერესო   იყო  მოსწავლეთა  შეფასების    ფორმების  რუბრიკა,  თუმცა აქაც გაჩნდა  შეკითხვები,  რომლებზეც პასუხები   ტრენერმა  გასცა.

Saturday, July 8, 2017

5 დღე

5 დღე- გავეცანით  რამდენიმე  მოდულს ,  მათ შორის  დროულ და  ეფექტურ უკუკავშირს,  ვისაუბრეთ   3.2.1.-ის  ეფექტურ  ფორმაზე. ვნახეთ   თვალსაჩინო  მასალა, როგორ  მოვარგოთ მოსწავლის  როლი  შექმნილ  სასწავლო  ნიმუშზე, ტრენერმა უპასუხა  ჩვეს შეკითხვებს, მუშაობის გასამარტივებლად  გადმოგვიგზავნა  შაბლონები

Wednesday, July 5, 2017

დღე 4

დღე 4
საშინლად  ცხელოდა, მაგრამ  ნაყოფიერად  ვიმუშავეთ  დროში გაწერილი პროექტის შეფასების სქემაზე.გავეცანით ბევრ საინტერესო მეთოდსა და შესაბამის ინსტრუმენტს.ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.დავინახეთ  აუცილებელი კავშირი მეთოდსა და სწორად შერჩეულ ინსტრუმენტთან.

Thursday, June 29, 2017

დღე-3

მე -3დღე საკმაოდ  რთული აღმოჩნდა,  საკვანძო  კითხვებზე მუშაობამ  ახალი საპროექტო  თემა შემარჩევინა.